შვილი 86 წლის დედის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს — Cnoba

Alia სიახლე 15 Mar 2026, 07:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა დედას, 1940 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. დაშავებული ქალბატონი მძიმე დაზიანებებით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში […] The post შვილი 86 წლის დედის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს appeared first on .

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა დედას, 1940 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. დაშავებული ქალბატონი მძიმე დაზიანებებით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post შვილი 86 წლის დედის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს appeared first on .


რელევანტური