სააგენტო "პარალელი"
“გგონიათ, კობახიძეს ამის თქმას სინდისი დაუშლიდა?” – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ეხმაურება, ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიშთან დაკავშირებით, როდესაც აღნიშნა, რომ “ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, 3-4 შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება წამებას – ეს მტკნარი სიცრუეა”:
“წამებას არ ვაღიარებთ, მარტო – ძალადობასო, მაგრამ დამნაშავეებს ვერ დავსჯით, ჩვენ რა ვიცით, ვინ იყოო.
ხომ გესმით, უტიფრობის ხარისხი?!
ამ ძალადობასაც იმიტომ აღიარებენ, რომ კამერებზეა დაფიქსირებული. ხალხს რომ არ გადაეღო, მაგაზეც იტყოდნენ, ჩვენ რა ვიცით თავი რითი გაიტეხეს, იქნებ სპეციალურად დაიზიანესო.
გგონიათ, კობახიძეს ამის თქმას სინდისი დაუშლიდა?” – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
“გგონიათ, კობახიძეს ამის თქმას სინდისი დაუშლიდა?” – მერაბ მეტრეველი
პარალელი