აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით — Cnoba

News.ge სიახლე 14 Mar 2026, 12:23

ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმების სამიზნე კუნძულზე არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურა არ ყოფილა. „გასულ ღამეს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ხარგის კუნძულზე ფართომასშტაბიანი ზუსტი დარტყმები განახორციელა. დარტყმების შედეგად საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და უამრავი სხვა სამხედრო ობიექტი განადგურდა“, – […]

ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ განცხადებას -ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმების სამიზნე კუნძულზე არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურა არ ყოფილა.

„გასულ ღამეს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ხარგის კუნძულზე ფართომასშტაბიანი ზუსტი დარტყმები განახორციელა. დარტყმების შედეგად საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და უამრავი სხვა სამხედრო ობიექტი განადგურდა“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

შეგახსენებთ, ხარგის კუნძულზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა.

„ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე – ხარგის კუნძულზე – ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.


რელევანტური