უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ნავსადგურ „კავკაზზე” — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 14 Mar 2026, 09:14

უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავსადგურ „კავკაზზე“, დაშავებულია სამი ადამიანი. დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ნავსადგურში დაზიანდა გემი. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ოპერატიულად ლიკვიდირებულია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი მოწყობილობების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აფიპსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 14 მარტს, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 87 უკრაინული დრონი, მათ შორის 31 აზოვის ზღვის საჰაერო სივრცეში და 16 კრასნოდარის მხარეში. The post უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ნავსადგურ „კავკაზზე” appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური