სააგენტო "პარალელი"
“ახლა მთავარი პასუხისმგებლობა “ოპოზიციის ალიანსზეა”, ოპტიმალურად რომ გამოვიყენოთ ყველა ეს ბერკეტი ცვლილებების მოსატანად” – ელენე ხოშტარია
პატიმრობაში მყოფი “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ელენე ხოშტარია ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის, ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის”, დასკვნას ემოციური შეფასებებით ეხმაურება:
“უდიდესი გარღვევა მოხდა. და ეს გარღვევა ხალხის სიჯიუტემ, პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობოების მუშაობამ მოიტანა. მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას. ნელ-ნელა ამას ყველა შეიგრძნობს. უფრო კონკრეტულად:
1. “ქართული ოცნება” არალეგიტიმურად და საერთაშორისო ბრალდებულად ცნეს.
აღიარება-არაღიარება კი არა, “ქართული ოცნება” პოლიტიკის მიღმა, დამნაშავეების გვერდით აღმოჩნდა. ასეთების ადგილი კი სასამრთლოებში, მათ შორის ჰააგაშია;
2. ქართველ ხალხს მისცეს რეჟიმის პასუხისგების კონკრეტული და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი;
3. შეიცვალა ძალთა ბალანსი ჩვენსა და რუსულ ოცნებას შორის. მოძალადის წინააღმდეგ მოგვცეს სამართლიანი ძალის იარაღი!
ახლა მთავარი პასუხისმგებლობა “ოპოზიციის ალიანსზეა”, ოპტიმალურად რომ გამოვიყენოთ ყველა ეს ბერკეტი ცვლილებების მოსატანად“, – აღნიშნავს ელენე ხოშტარია.
რუსთავის ქალთა ციხე
13/03/2026
ინფორმაციას “ოპოზიციის ალიანსის” პრესსამსახური ავრცელებს
“ახლა მთავარი პასუხისმგებლობა “ოპოზიციის ალიანსზეა”, ოპტიმალურად რომ გამოვიყენოთ ყველა ეს ბერკეტი ცვლილებების მოსატანად” – ელენე ხოშტარია
პარალელი