თემურ ჭყონია: აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ბიზნეს ინდუსტრია 25 წლით უკან დაიწევს. მას ვერც წარმოუდგენია 20-ლიტრიანი ბალონის გაბერვა და ჩასხმა — Cnoba

News.ge სიახლე 13 Mar 2026, 18:53

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ დამფუძნებლის შეფასებით, პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვა სასმელების ინდუსტრიას 25 წლით უკან დასწევს. თემურ ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნულ აკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ბიზნესს არ შეხვედრიან და ბიზნესმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ასე ჰპასუხობს ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობა ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბიზნესთან […]

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ დამფუძნებლის შეფასებით, პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვა სასმელების ინდუსტრიას 25 წლით უკან დასწევს. თემურ ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნულ აკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ბიზნესს არ შეხვედრიან და ბიზნესმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ასე ჰპასუხობს ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობა ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბიზნესთან შეთანხმებით იღებს.

თემურ ჭყონია BM.GE-სთან საუბრისას მინისტრის მოადგილის განცხადების იმ ნაწილსაც ეხება, რომელშიც სოლომონ პავლიაშვილი პლასტიკის ბოთლებით სასმლის გაყიდვის აკრძალვას ნარჩენების დაგროვების პრევენციას უწოდებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ტექნოლოგიურად 20-ლიტრიანი ბოთლის სასმლის წარმოება წარმოუდგენელია.

„ვუსმინე სოლომონ პავლიაშვილის ინტერვიუს ერთ-ერთ არხზე და ცოტა შევწუხდი. თუ ეს თემა სოლომონ პავლიაშვილმა წაიყვანა, მერწმუნეთ, მეგობრებო, რომ მომავალ წელს შუშის აკრძალვაც მოგვიწევს, მერე ქილების აკრძალვა მოგვიწევს. ეს ადამიანი, აკრძალვას პრევენციას ეძახის. როგორც თვითონ უწოდებს ნარჩენები არ ნიშნავს დაბინძურებას, დაბინძურება სხვა თემაა, მაგაში ვერ ერკვევა და თვითონ აპირებს რაღაც რეგულაციების შემოღებას. მას ვერც წარმოუდგენია, რომ 20-ლიტრიანი ბალონის გაბერვა და ჩასხმა. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს საკითხი არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა. არანაირი კავშირი არ გვქონია არასოდეს ჩვენ, არც ტექნოლოგია, არც ქარხნები უნახავს. მე გავიკითხე ყველგან. აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის გადაწყვეტილებით, მთელი ბიზნეს ინდუსტრია 25 წლით უკან დაიწევს. ამ აკრძალვებით ჩვენ დავუბრუნდებით 2001 წელს“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ბიზნესი არ გაურბის ნარჩენების მართვის პასუხისმგებლობას და ის ახალი ინდუსტრიის შექმნის პასუხისმგებლობასაც იღებს, თუმცა არა ამ რეგულაციის პირობებში.

„ჩვენ უკეთესად ვიცით ეს რეგულაციები და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ნარჩენების შეგროვებაზე და არა სიბინძურეზე, ნარჩენების შეგროვების პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ვართ ქარხნების აშენებაზე, გადამუშავების პასუხისმგებლები, ჩვენ ვართ ახალი ინდუსტრიის შექმნაზე პასუხისმგებლები და არა 25 წლით უკან დაბრუნებაზე იმ დროს, როდესაც 25 წლის უკან დაბრუნებით წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებით. რაც ადრე ჩამოაცილებენ ამ თემის მართვას, მით სწორ გზას დაადგება ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.

BM.GE-ის კითხვაზე რა ხარჯების გაღება შეიძლება დასჭირდეს ბიზნესს ახალ რეგულაციაზე გადასაწყობად, თემურ ჭყონია ამბობს, რომ PET-ის წარმოებიდან მინის ბოთლზე გადაწყობა შეუძლებელია. ამისთვის ახალი საწარმოო ხაზები უნდა მოაწყო, რაც ახალ, დამატებით ინვესტიციებს გულისხმობს. არსებული კი უნდა გააუქმო.

სიტყვა გადაწყობა სასაცილოდ არ მყოფნის. მთლიანად უნდა გააჩეროთ. მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი ჩამოსასხმელი ხაზი 10 მილიონი ევრო ღირს. გადაწყობა ნიშნავს, რომ ეს 10-მილიონევროიანი ხაზი ამოიღო და სხვა 10 მილიონიანი დადო. გადაწყობა პეტის ჩამოსხმიდან ბოთლზე შეუძლებელია, აი, როგორც ფერარიზე ვერ გადააწყობ ჟიგულის და ჟიგული პირიქით, ეგრეა.

მთელი ჩვენი უბედურება ის არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავენ საკითხებში ვერ ერკვევიან – ვერც ფასებში, ვერც ტექნიკაში, ვერც ბაზრის მოთხოვნაში“, – აცხადებს თემურ ჭყონია და მაგალითად ზაფხულის ცხელი პერიოდი მოჰყავს , როდესაც 3-ლიტრიანი ბოთლებით მომარაგება შეუძლებელი იქნება.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ სოლომონ პავლიაშვილი ამ თემას უნდა ჩამოსცილდეს, რადგან ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან კონსულტაციებზე უარს აცხადებს.

„სოლომონ პავლიაშვილი თუ არ ჩამოაცილეს ამ თემას, მთავრობასთან კონსულტაციების შემთხვევაში, მე არ დავჯდები სოლომონ პავლიაშვილთან კონსულტაციებს არ გავივლი იმის გამო, რომ ჩემთვის საინტერესო არ არის ამ კაცის არგუმენტები და ცოდნა. ჩვენ მცოდნე, კონსტრუქციული, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი გვჭირდება“, – განაცხადა ჭყონიამ.

ბიზნესმენი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი საკითხი ნარჩენების მართვის მიმართულებით, გადამუშავების ამოქმედებაა, ეს მიმართულება კი დღემდე იმიტომ არ არის აქტიური, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები არ მიუღიათ.

რატომ არ ხდება სეპარაცია და შეგროვება? იმიტომ რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მიღებული არ არის. ბატონი სოლომონი კი ამბობს, რომ ნარჩენი სიბინძურეა. ნარჩენი არის პროდუქტი, რომლის ხელმეორედ გამოყენებით შეიძლება მეორე პროდუქტი მიიღო და ეს ფასეული ნარჩენია, რომლის გადამუშავებას, რეციკლირებას, შეგროვებას 10 წელიწადია ვითხოვთ.

ბიზნესი ამ თემის გარშემო გაცილებით მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 10 წელიწადია ჩვენ ვითხოვთ რეციკლირების კანონს, იმიტომ, რომ კანონი ნებისმიერ მეწარმეს – ქსელებს, მაღაზიებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ვალდებულებებს გვიწესებს. ერთ ადამიანს მთელი საქართველოს დასუფთავება არ შეუძლია. რომ გვეუბნებიან გადაეწყეო – რაზე უნდა გადაეწყო, არ არსებობს ეგეთი თემა. შეიძლება ტელეფონით კომპიუტერი შექმნა? აი, გადააწყვე შენი ტელეფონი კომპიუტერზე, მე რომ გითხრა, ან ჩვეულებრივი ტელეფონიდან შექმენი მობილური ტელეფონი, აი, ასეთ ვარიანტს გვთავაზობენ. მთელ მსოფლიოში ასეთი რეგულაცია არ არსებობს, ეს სიგიჟეა.

შედეგად, უამრავი მცირე მეწარმე გაკოტრდება . ვერც ხვდებიან, პეტის მწარმოებლები, საცობის, ეტიკეტის მწარმოებლები გაკოტრდებიან. თუ შედეგის მიღება გვინდა მაშინ მთელი ინდუსტრია უნდა შეიქმნას, რაზეც ბიზნესი მზად არის“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.


რელევანტური