“არ უწყობს ხელს მშვიდობას”- ზელენსკიმ აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა — Cnoba
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ ის შეარბილებს რუსეთის ნავთობის სფეროსთვის დაწესებულ სანქციებს. „ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას,“ განაცხადა ზელენსკიმ 13 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ. ზელენსკის თქმით, ამერიკის გადაწყვეტილება, რუსეთს უფლება მისცეს, გაყიდოს ის ნავთობი, რომელიც უკვე არის გემებზე დატვირთული, მოსკოვს დამატებით 10 მილიარდი დოლარის მოგებას მისცემს და ქვეყანა, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს, დამატებით შეძლებს შეიარაღების შესყიდვას, დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. The post “არ უწყობს ხელს მშვიდობას”- ზელენსკიმ აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.