„ვფიქრობ, პუტინი ირანს შეიძლება ცოტათი ეხმარებოდეს – ჩვენც ვეხმარებით უკრაინას“ – ტრამპი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 13 Mar 2026, 17:16

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიჩნევს, რუსეთი ირანს „ცოტათი“ ეხმარება, თუმცა ამის გასამართლებლად უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე მიუთითა, – წერს ტელეკომპანია CNN-ი. „ვფიქრობ, ის [ვლადიმირ პუტინი] ირანს შეიძლება ცოტათი ეხმარებოდეს, კი, ასე მგონია. ის კი, ალბათ, ფიქრობს, რომ ჩვენ უკრაინას ვეხმარებით, ხომ ასეა?“ – აღნიშნა ტრამპმა Fox News Radio-სთან ინტერვიუში. „დიახ, ჩვენც ვეხმარებით [უკრაინას]“, – განაგრძო ტრამპმა. „ასე რომ, ის [პუტინი] ამას ამბობს, და ჩინეთიც იმავეს იტყოდა. იცით, ეს დაახლოებით ასეა: ჰეი, ისინი ამას აკეთებენ და ჩვენც ვაკეთებთ. ისინიც აკეთებენ და ჩვენც“. The post „ვფიქრობ, პუტინი ირანს შეიძლება ცოტათი ეხმარებოდეს – ჩვენც ვეხმარებით უკრაინას“ – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური