მიქაუტაძის თქმით, მზადაა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს — Cnoba
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე მზად არის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად პროკურატურას მიმართოს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამის შესახებ მიქაუტაძემ დღეს, 13 მარტს, გამართულ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა. ყოფილი მაღალჩინოსანი არ ეთანხმება ბრალდებას, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეში თავის მოსახელე შვილიშვილს ელოდება, განაცხადა, რომ ოჯახთან შეთანხმებით, მზადაა, აღიაროს არარსებული ბრალი, აანაზღაუროს არმიყენებული ზიანი და გააფორმოს საპროცესო ხელშეკრულება პროკურატურასთან. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს ორშაბათს, 16 მარტს გამოუტანს. The post მიქაუტაძის თქმით, მზადაა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.