,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ამბობდნენ სახელმწიფოები, რომ წარდგენისგან თავს იკავებდნენ” – ბაია პატარაია — Cnoba

Alia სიახლე 13 Mar 2026, 14:17

უფლებადამცველი ბაია პატარაია: ,,ქოცმედიები თვლიან იმ სახელმწიფოებს, ვინც ასე ღიად არ მოითხოვა მოსკოვის მექანიზმის შექმნა და ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მოსკოვის მექანიზმის მხარდამჭერ ქვეყანას არ შეუძლია ექსპერტის წარდგენა! ანუ, პოლონეთი რომ ყოფილიყო წარმდგენი ქვეყანა, პოლონელი ვერ იქნებოდა მომხსენებელი. საქართველოს სრულად რომ ეთანამშრომლა მოსკოვის მექანიზმთან სამი ექსპერტის შერჩევა იქნებოდა საჭირო სწორედ იმ ქვეყნებიდან, ვისაც არ დაუინიცირებია […] The post ,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ამბობდნენ სახელმწიფოები, რომ წარდგენისგან თავს იკავებდნენ” – ბაია პატარაია appeared first on .

უფლებადამცველი ბაია პატარაია:

,,ქოცმედიები თვლიან იმ სახელმწიფოებს, ვინც ასე ღიად არ მოითხოვა მოსკოვის მექანიზმის შექმნა და ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მოსკოვის მექანიზმის მხარდამჭერ ქვეყანას არ შეუძლია ექსპერტის წარდგენა!

ანუ, პოლონეთი რომ ყოფილიყო წარმდგენი ქვეყანა, პოლონელი ვერ იქნებოდა მომხსენებელი.

საქართველოს სრულად რომ ეთანამშრომლა მოსკოვის მექანიზმთან სამი ექსპერტის შერჩევა იქნებოდა საჭირო სწორედ იმ ქვეყნებიდან, ვისაც არ დაუინიცირებია ეს მექანიზმი.

ანუ, კიდევ განვმარტავ აშშ და საფრანგეთიდან აირჩევდნენ სხვა ექსპერტებს.

ამიტომ იმის თქმა, რომ სახელმწიფომ თუ არ წარადგინა მოსკოვის მექანიზმი, მხარს არ უჭერს მას – არის ტყუილი!

როდესაც ეუთოში განიხილებოდა მოსკოვის მექანიზმის შექმნა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ამბობდნენ სახელმწიფოები, რომ წარდგენისგან თავს იკავებდნენ, რადგან უნდოდათ ექსპერტი არჩეულიყო მათი ქვეყნიდან.

პ.ს. გთხოვთ, მედიებმაც მიაქციეთ ამ საკითხს ყურადღება და საერთაშორისო სამართლის ექსპერტებს კითხეთ ეს პროცედურები. რამდენიმეს მეც მიგასწავლით.“

The post ,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ამბობდნენ სახელმწიფოები, რომ წარდგენისგან თავს იკავებდნენ” – ბაია პატარაია appeared first on .


რელევანტური