საფეხბურთო სკოლა „ალგეთი“ ბავშვთა ტურნირს – „მეგობრობის თასს“ მასპინძლობს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 13 Mar 2026, 12:20

საფეხბურთო სკოლა „ალგეთი“ ახალ ინიციატივას იწყებს და ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს – „მეგობრობის თასს“ გამართავს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2015 წელს დაბადებული ფეხბურთელები. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები: ჭიათურა, ალბატროსი, ვიკინგები და ალგეთი. ტურნირი ერთდღიანი იქნება. გუნდები კენჭისყრით შემთხვევითი შერჩევით დაწყვილდებიან. გამარჯვებულები ფინალში პირველობისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის შეხვდებიან ერთმანეთს. ტურნირი „ალგეთი არენაზე“ გაიმართება.

საფეხბურთო სკოლა „ალგეთი“ ახალ ინიციატივას იწყებს და ბავშვთა საფეხბურთო ტურნირს – „მეგობრობის თასს“ გამართავს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2015 წელს დაბადებული ფეხბურთელები. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები: ჭიათურა, ალბატროსი, ვიკინგები და ალგეთი.

ტურნირი ერთდღიანი იქნება. გუნდები კენჭისყრით შემთხვევითი შერჩევით დაწყვილდებიან. გამარჯვებულები ფინალში პირველობისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის შეხვდებიან ერთმანეთს.

ტურნირი „ალგეთი არენაზე“ გაიმართება.


რელევანტური