თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
„ეს არ არის სახუმარო ამბავი! მარტივად რომ ავხსნათ:
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება ბელორუსის წინააღმდეგ, ვინაიდან ბელორუსის ქმედებები მოიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს.
ყველაზე მთავარი. რატომ დაიწყო გამოძიება, რა იყო საფუძველი?
ბელორუსის იძულების ღონისძიებები , „ბელარუსის მთავრობის რეალური ან მოგონილი ოპონენტების წინააღმდეგ , წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკას“.
წინასწარი მოკვლევისას დაასკვნეს, რომ „ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები წახალისებული ან დადასტურებული იყო მთავრობის უმაღლეს დონეზე“.
ჩადენილი იყო სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, იყო ორგანიზებული ხასიათის ,იყო ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმა მოქალაქეებზე, მიმართვა განხორციელდა მესამე სახელმწიფოს – ლიტვის მიერ.
ბელორუსი არ არის რომის სტატუტის წევრი მაგრამ ეს ვერ დაიცავს მას გამოძიებისაგან და პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს თავიდან….
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ქ.ოცნებისთვის?
1. ხვალ რომ შეაჩეროს რომის სტატუტის მოქმედება ეს ვეღარ დაიცავს;
2. ყოველთვის გამოჩნდება ქართველი ხალხის მეგობარი ქვეყანა და ძლიერი იურისტების გუნდი რომელიც მოამზადებს მსგავს წარდგინებას;
3. უამრავი საერთაშორისო დასკვნა არსებობს, და გუშინდელი ეუთოს დასკვნა კიდევ ერთი დასტურია ზუსტად იმის რის გამოც ბელორუსის ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო გამოიძიება:
ჩადენილი იყო სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, იყო ორგანიზებული ხასიათის, იყო ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმა მოქალაქეებზე“
The post „ეს არ არის სახუმარო ამბავი!“ – თინა ხიდაშელი appeared first on .