,, არც არაფერი – თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს” – სააკაშვილი — Cnoba

Alia სიახლე 13 Mar 2026, 11:17

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს: ,,ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე. ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი. პრინციპში ეუთოს ეს ყველაზე რადიკალური მექანიზმი სხვა არავის მიმართ არც გამოყენებულა. მოკლედ დემოკრატიული სამყარო გარედან კონსოლიდირდება და შიგნიდან ოპოზიცია. დიქტატორის […] The post ,, არც არაფერი – თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს” – სააკაშვილი appeared first on .

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე.

ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი. პრინციპში ეუთოს ეს ყველაზე რადიკალური მექანიზმი სხვა არავის მიმართ არც გამოყენებულა.

მოკლედ დემოკრატიული სამყარო გარედან კონსოლიდირდება და შიგნიდან ოპოზიცია. დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც.

იმ ადამიანებს ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო? ვუპასუხებ რომ არც არაფერი – თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს. ხელი გაანძრიე და გეშველებაო.“

The post ,, არც არაფერი – თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს” – სააკაშვილი appeared first on .


რელევანტური