ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, რა არის ამ ყველაფრის უკან.
ჩვენ გვთხოვენ გავაუქმოთ ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის კანონი, გვთხოვენ გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, გავაუქმოთ ამერიკული FARA და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად.
წარმოუდგენელია, ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც სჭირდება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს.
დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, დავალებები.
თქვა ივანიშვილის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან.
The post კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა appeared first on ODISHINEWS.