“სალმონელოზი- როგორ ავიცილოთ თავიდან ბაქტერიული ინფექცია? – ეპიდემიოლოგის რჩევები — Cnoba

GuriaNews სიახლე 13 Mar 2026, 10:50

მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და დიარეა – ეს სალმონელოზის პირველი ნიშნებია. რატომ არის სახიფათო თვითმკურნალობა, როგორ გადადის ბაქტერიული ინფექცია და რა წესები უნდა დავიცვათ საკვების მომზადებისას, რომ თავი დავიზღვიოთ? _ ამ საკითხებზე “გურია ნიუსი” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს ელზა სიმონიშვილს ესაუბრა. _ რა არის სალმონელოზი და რატომაა ის ჩვენთვის საყურადღებო? -სალმონელოზი ბაქტერიული ინფექციური დაავადებაა, იწყება […] The post “სალმონელოზი- როგორ ავიცილოთ თავიდან ბაქტერიული ინფექცია? – ეპიდემიოლოგის რჩევები appeared first on გურია ნიუსი.

მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და დიარეა – ეს სალმონელოზის პირველი ნიშნებია.

რატომ არის სახიფათო თვითმკურნალობა, როგორ გადადის ბაქტერიული ინფექცია და რა წესები უნდა დავიცვათ საკვების მომზადებისას, რომ თავი დავიზღვიოთ? _ ამ საკითხებზე “გურია ნიუსი” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს ელზა სიმონიშვილს ესაუბრა.

_ რა არის სალმონელოზი და რატომაა ის ჩვენთვის საყურადღებო?

 -სალმონელოზი ბაქტერიული ინფექციური დაავადებაა,  იწყება მწვავედ:  შემცივნებით, ტემპერატურის მატებით (მძიმე ფორმების დროს – 39 C და მეტად),  ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, შემცივნებას, გულისრევას,  განმეორებად ღებინებას,  ჭიპის არეში ტკივილს, ამას თან ერთვის დეფეკაციის გახშირება 3-10-ჯერ და მძიმე შემთხვებში მეტჯერაც. განავლოვანი მასები უხვია, წყლოვანი, ლორწოვანი მინარევებით. დაავადება უპირატესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, მსუბუქ შემთხვევებში ავადმყოფი  4-7 დღეში  სპეციფიური მკურნალობის გარეშეც გამოჯანმრთელდება,  იშვიათად დაავადება ლეტალურადაც-სიკვდილით მთავრდება.  მძიმე მიმდინარეობა ძირითადად ადამიანის ორგანიზმის დეჰიდრატაციასთან (გაუწყლოებასთან) არის დაკავშირებული.. სალმონელოზის დიაგნოზის დადასტურება ბაქტერიოლოგიური კვლევით ხდება.

ხშირად მოსახლეობა სალმონელოზის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის შემთხვევაში, არ მიმართავს ექიმს და თვლის, რომ დიარეას შეიძლება უმკურნალოს თვითნებურად, ოჯახის პირობებში, რაც დიდი შეცდომაა, რადგან ასეთი პაციენტი შესაძლოა გახდეს დაავადების გავრცელების წყარო.

_ როგორია გადაცემის გზები?

 – სალმონელოზი საკვებითა და წყლით  გადაეცემა. ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით გადაეცემა. (ანუ გამომწვევი აუცილებლად პირის ღრუში უნდა მოხვდეს!) დაავადების ძირითად მიზეზს წარმოადგენს დაბინძურებული პროდუქტები, უმეტესად ცხოველური წარმოშობის.  დაავადება განსაკუთრებით  ხშირია  ბავშვებში.

სალმონელოზის წყაროს დაავადებული ცხოველები და ზოგჯერ ადამიანები წარმოადგენენ (აღსანიშნავია რომ ცხოველებში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს). ინფექციის რეზერვუარები ძირითადად მაინც რეკონვალესცენტები-გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი  ან მსუბუქი/წაშლილი ფორმით დაავადებულნი არიან.

გამომწვევების  ქრონიკული  მტარებლობა  იშვიათია.

ინკუბაციური პერიოდიჩვეულებრივ, დაავადება ინფიცირებიდან  12-72 საათში  იწყება.(1-3დღე)

გადამდებლობის პერიოდი ადამიანი გადამდებია ინფექციის მწვავე მიმდინარეობის განმავლობაში (დაავადების გამომწვები დიდი ოდენობით გამოიყოფა განავლოვანი მასებით),

თავდაცვის ღონისძიებები

– სალმონელოზის პრევენცია გულისხმობს საკვების  და მომზადების პროცესის ჰიგიენური წესების დაცვას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირადი  ჰიგიენის  წესების დაცვა.

რაც შეეხება რჩევებს, ეპიდემიოლოგი გვირჩევს:

_ ყოველთვის მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული  ხორცი, რძე და კვერცხი (განსაკუთრებით საყურადღებოა კუპატის სრულყოფილი თერმული დამუშავება)

მზა საკვების მიღებისას, დარწმუნდით, რომ არ შეიცავს ის ცხოველური წარმოშობის უმ პროდუქტს.

კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული.

დაიბანეთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ.

კარგად გარეცხეთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ 70 გრადუსზე დამუშავებისას სალმონელა საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

დარწმუდით წყლის უსაფრთხოებაში.

დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

განცალკევებიულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები.

დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს.

დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ.

 

The post “სალმონელოზი- როგორ ავიცილოთ თავიდან ბაქტერიული ინფექცია? – ეპიდემიოლოგის რჩევები appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური