
„ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები და პირადად ეხელმძღვანელათ ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის. ირანი არა მხოლოდ ამარაგებდა რუსეთს სიკვდილის იარაღით, არამედ მისი სამხედროები უშუალოდ მონაწილეობდნენ უკრაინელების მკვლელობაში” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან საუბრისას.