საქალაქოში ხაბეიშვილისა და ზოდელავას პროცესი მიმდინარეობს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 13 Mar 2026, 08:28

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ორი მოწმე – ოპერატიული მუშაკი ჰყავს წარმოდგენილი. სხდომას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრება. ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა. ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის… The post საქალაქოში ხაბეიშვილისა და ზოდელავას პროცესი მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური