“ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას” – არჩილ გორდულაძე — Cnoba

MegaTV სიახლე 13 Mar 2026, 08:20

ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს ეხმაურება. როგორც გორდულაძე აღნიშნავს, თავდაპირველად, ჯერ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა თუ არა FARA-სა და „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება. „ჭირად ექცა […]

ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს ეხმაურება.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, თავდაპირველად, ჯერ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა თუ არა FARA-სა და „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება.

„ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს. ამიტომ მარტივ ტესტს გთავაზობთ – კოლექტიურმა ლომჯარიებმა, ბურჯანაძეებმა, გვარამიებმა და სხვა უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული “ფარა”? უნდა გაუქმდეს თუ არა “გამჭვირვალობის კანონი”? უნდა გაუქმდეს თუ არა “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი”? უნდა დაკანონდეს თუ არა ქვეყანაში სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევა? თავად უნდა აირჩიოს ადამიანმა სქესი, თუ ქალი ქალია და კაცი კაცია?

უმარტივესი კითხვებია. საზოგადოებას პასუხი გაეცით – კი ან არა! ჯერ ამ თემებზე ჩამოვყალიბდეთ და შემდეგ ვისაუბროთ ბუმბულგაცვენილი თუთიყუშის სამედიცინო ჩვენებაზე“,- წერს არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეუთომ “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.


რელევანტური