„რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება“ – დმიტრიევი — Cnoba
აშშ-ის მიერ შეზღუდვების მოხსნა გავლენას მოახდენს ტრანზიტში მყოფ დაახლოებით 100 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა განაცხადა. „აშშ ფაქტობრივად აღიარებს აშკარა რამეს: რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება“, – დაწერა დმიტრიევმა „ტელეგრამზე“. მისი მტკიცებით, მზარდი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს. „რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება სულ უფრო გარდაუვალი ჩანს, ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად“, – აღნიშნა დმიტრიევმა. აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა შეიძინონ სანქცირებული რუსული… The post „რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება“ – დმიტრიევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.