“ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა” – ანა კობახიძე — Cnoba

პარალელი სიახლე 12 Mar 2026, 18:11

სააგენტო "პარალელი" “ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა” – ანა კობახიძე “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, ანა კობახიძე ეუთო/ოდირის დასკვნას კონკრეტული შეფასებებით და განმარტებებით ეხმიანება: “დადასტურდა ის, რასაც, როგორც ცესკოს წევრი, სხდომებზე და სატელევიზიო ეთერებში ვამბობდი. მეგობრებო, საერთაშორისო დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი 2024 წლის არჩევნების ირგვლივ დისკუსიას. (,,მაჩვენე მტკიცებულებები”). როდესაც ცესკოს სხდომებზე დარღვევებზე, ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებაზე და ამომრჩევლის დაშინებაზე ვსაუბრობდი, ქოცების […] “ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა” – ანა კობახიძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა” – ანა კობახიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, ანა კობახიძე ეუთო/ოდირის დასკვნას კონკრეტული შეფასებებით და განმარტებებით ეხმიანება:

დადასტურდა ის, რასაც, როგორც ცესკოს წევრი, სხდომებზე და სატელევიზიო ეთერებში ვამბობდი.

მეგობრებო, საერთაშორისო დასკვნამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი 2024 წლის არჩევნების ირგვლივ დისკუსიას. (,,მაჩვენე მტკიცებულებები”).

როდესაც ცესკოს სხდომებზე დარღვევებზე, ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებაზე და ამომრჩევლის დაშინებაზე ვსაუბრობდი, ქოცების გუნდის დანიშნული წევრები ირონიით მპასუხობდნენ. დღეს კი ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია საერთაშორისო დოკუმენტში:

☑დამოუკიდებელი გამოძიება ის, რასაც შიგნით ვითხოვდი და რაზეც უარს მეუბნებოდნენ, ახლა საერთაშორისო საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა;

☑ODIHR-ის რეკომენდაციების მუდმივ იგნორირებას ეძღვნება დასკვნის დიდი ნაწილი;

☑ზეწოლა და მუქარა დადასტურდა, საარჩევნო გარემო იყო არა თავისუფალი, არამედ დაშინებაზე დაფუძნებული.

სიმართლეს ვეღარ გაექცევით. ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა. ბრძოლა გრძელდება ახლა უკვე საერთაშორისო მხარდაჭერით და ბრძოლა იქნება ბოლომდე! 🇬🇪🇪🇺“, – აცხადებს ანა კობახიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ცნობისათვის: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, ა.წ. 10 მარტს ანგარიში გამოაქვეყნა,  საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით.

“ეს დასკვნა არ არის მხოლოდ ფურცელი, ეს არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელმაც ხალხის ნება მიიტაცა” – ანა კობახიძე
პარალელი


რელევანტური