ოპოზიციის ალიანსი ეუთო/ოდირის ანგარიშს განცხადებით ეხმაურება — Cnoba

Alia სიახლე 12 Mar 2026, 19:00

ოპოზიციის ალიანსი ეუთო/ოდირის ანგარიშს განცხადებით ეხმაურება: ,,ეუთომ, ყველაზე მძლავრი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმით, რომელიც 24-მა სახელმწიფომ დააინიცირა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოწმეების გამოკითხვითა და ქართული ოცნების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივებით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა. დასკვნა მოუწოდებს […] The post ოპოზიციის ალიანსი ეუთო/ოდირის ანგარიშს განცხადებით ეხმაურება appeared first on .

ოპოზიციის ალიანსი ეუთო/ოდირის ანგარიშს  განცხადებით ეხმაურება:

,,ეუთომ, ყველაზე მძლავრი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმით, რომელიც 24-მა სახელმწიფომ დააინიცირა, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოწმეების გამოკითხვითა და ქართული ოცნების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივებით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა.

დასკვნა მოუწოდებს რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებს, მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) საქართველოში ადამიანების სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო.

ანგარიში გულისხმობს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტის გამოძიებას, აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო სანქციების გამოყენებისკენ.

ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით უდანაშაულო ადამიანების დატყვევების ფაქტი. ეუთო მოუწოდებს „ქართული ოცნების“რეჟიმს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

ანგარიშში ხაზგასმულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და საუბარია გაყალებების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე.
ეს ნიშნავს, რომ:

– რეჟიმმა იწვნია უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მარცხი;

– რეჟიმის წარმომადგენლებს მოუწევთ პასუხისგება საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, (ჰააგის ტრიბუნალი) რომლის იურისდიქციაშიც შედის: გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები, აგრესიის დანაშაული;

– თვისობრივად გაიზრდება საერთაშორისო წნეხი რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის გაფართოვდება საერთაშორისო პერსონალური სანქციები პირადად ივანიშვილის და რეჟიმის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ;

– კრიზისი ვერ განიმუხტება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებისა და დამნაშავეთა პასუხისგების გარეშე.“

The post ოპოზიციის ალიანსი ეუთო/ოდირის ანგარიშს განცხადებით ეხმაურება appeared first on .


რელევანტური