“მცდარი და მიკერძოებული ანგარიში”- მთავრობა ეუთო-ს მიმართავს — Cnoba
ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ელჩის თქმით, საქართველოს მიერ წარდგენილი პასუხი აერთიანებს ოფიციალურ პოზიციებსა და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. „ეს პასუხი აერთიანებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებებსა და პოზიციებს ფაქტების დამდგენი მისიის ვარაუდებზე. ის ასევე განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულებელყოფილ კონტექსტს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მასალების წარდგენით, ქართული მხარის მიზანი იყო, რათა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ… The post “მცდარი და მიკერძოებული ანგარიში”- მთავრობა ეუთო-ს მიმართავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.