სააგენტო "პარალელი"
“მივესალმები სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებას, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც საქართველოს პარლამენტს მიმართა” – თეონა ჭალიძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისადმი საკანონმდებლო წინადადებით მიმართვას ეხმიანება:
“მივესალმები სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებას, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც საქართველოს პარლამენტს მიმართა.
რამდენიმე თვეა ამ საკითხზე ინტენსიურად ვამახვილებდი ყურადღებას. ჩემს მიერ სახალხო დამცველის აპარატში ჯერ კიდევ 2025 წელს შევიდა განცხადება, სადაც ვითხოვდი საკითხის შესწავლას და ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე წინასწარ პატიმრობაში მყოფ მშობლებთან არასრულწლოვან შვილებითან კომუნიკაციის შეზღუდვების გაუქმებას.
აღსანიშნავია პოლიტპატიმარ ლევან ხაბეიშვილის მაგალითიდან გამომდინარე, მის ოჯახის წევრებთან და უფლებადამცველთან ერთად სახალხო დამცველთან ჩანიშნული შეხვედრა და ოფიციალური მიმართვა, რაც ერთგვარი საფუძველი გახდა ამ საკითხის აქტუალიზაციის.
სახელმწიფო ვალდებულია გადაწყვეტილებები მიიღოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ლევან ხაბეიშვილთან და სხვა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ბავშვის ინტერესების შეფასების გარეშე დაწესებული ეს შეზღუდვები პრობლემატურია. სახელმწიფოს ევალება დაამტკიცოს, რომ შეზღუდვა ემსახურება ბავშვის ინტერესს და არა ადმინისტრაციულ კომფორტს ან დასჯას. პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ამ შეზღუდვის გამოყენება დისკრიმინაციული, პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციულია. სავარაუდოდ ის გამოიყენება ზეწოლის და დასჯის მიზნით“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
“მივესალმები სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებას, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც საქართველოს პარლამენტს მიმართა” – თეონა ჭალიძე
პარალელი