“მნიშვნელობა აქვს შევაჩერო ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებისგან”- ტრამპი — Cnoba
აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ამიტომ როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ თანხას გამოვიმუშავებთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა. თუმცა, მისი თქმით, უფრო დიდი ინტერესი და მნიშვნელობა აქვს ირანის შეჩერებას ბირთვული იარაღის მოპოვებისგან. „აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ამიტომ როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ თანხას გამოვიმუშავებთ. თუმცა, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, უფრო დიდი ინტერესი და მნიშვნელობა აქვს, შევაჩერო ბოროტების იმპერია ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებისგან, ახლო აღმოსავლეთის და არსებითად მსოფლიოს განადგურებისგან. ამას არასდროს დავუშვებ“- აღნიშნა ტრამპმა. The post “მნიშვნელობა აქვს შევაჩერო ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებისგან”- ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.