,, ქუჩაში ქვა რომ ისროლო, ძალიან მაღალი ალბათობით უკეთეს პრემიერობის კანდიდატს მოხვდება ვიდრე ახლა გყავთ” – დავით ზურაბიშვილი — Cnoba

Alia სიახლე 12 Mar 2026, 16:27

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი: ხელისუფლების პროპაგანდა ავრცელებს “იმედის” ქარდს, სადაც ნინო ნადირაძე უსვამს “ჩამჭრელ” კითხვას ოპოზიციონერ პოლიტიკოს ცოტნე კობერიძეს: ხომ იბრძვით ხელისუფლების შესაცვლელად და ვის ხედავთ პრემიერმინისტრადო; რაზედაც ცოტნეს პასუხია, თუნდაც ბორის ჩელე ყურუას, რა პრობლემააო. ეს ქარდი გამოტანილი აქვს “იმედს” და არის ერთი გნიასი ხელისუფლების მომხრეებში, ვაჰაჰა და უჰუჰუ შეძახილებით, რა სისულელეს ამბობს ეს […] The post ,, ქუჩაში ქვა რომ ისროლო, ძალიან მაღალი ალბათობით უკეთეს პრემიერობის კანდიდატს მოხვდება ვიდრე ახლა გყავთ” – დავით ზურაბიშვილი appeared first on .

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

ხელისუფლების პროპაგანდა ავრცელებს “იმედის” ქარდს, სადაც ნინო ნადირაძე უსვამს “ჩამჭრელ” კითხვას ოპოზიციონერ პოლიტიკოს ცოტნე კობერიძეს: ხომ იბრძვით ხელისუფლების შესაცვლელად და ვის ხედავთ პრემიერმინისტრადო; რაზედაც ცოტნეს პასუხია, თუნდაც ბორის ჩელე ყურუას, რა პრობლემააო.

ეს ქარდი გამოტანილი აქვს “იმედს” და არის ერთი გნიასი ხელისუფლების მომხრეებში, ვაჰაჰა და უჰუჰუ შეძახილებით, რა სისულელეს ამბობს ეს ოპოზიცია, რა ჩელე, რის ჩელეო.

ჰოდა, ამის თაობაზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა.

თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, სახლში მილიონები ეწყო და ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერს აფარებდა თავს რომ არ დაეჭირათ; კიდევ ერთი გყავდათ, რაღაც ციფრებს რომ ამბობდა, დაიმახსოვრეთო და ახლა აღარც ის ციფრები გახსოვთ და აღარც ის პრემიერი, და ბოლოს კიდევ ერთი გყავდათ, რომელსაც ჯერ დითირამბებს უმღეროდით და ახლა იძახით მოღალატე იყო და დისფთეითმა დაგვინიშნაო. დღევანდელ პრემიერს რაც შეეხება, ამას თავად ხელისუფლების მხარდამჭერთა უმრავლესობა ვერ იტანს და ფეხბურთის გულშემატკივართა წინაშეც ვერ გამოსულა საჯაროდ რომ არ უსტვინონ.

მოკლედ, ჯერ საკუთარ პრემიერებს გადახედეთ ცოტა საღი თვალით, თუ შეგრჩათ ამის უნარი, რომელთა დანიშვნაც, სხვათა შორის თქვენთვის არავის უკითხავს. ბიძინამ მოისურვა და დასვა. ასეთი ხოში ჰქონდა და იმიტომ და ხვალ ვის დაგისვამთ და რატომ აზრზე არა ხართ, მაგრამ წინასწარ თანახმა ხართ ყველაზე. რა, არა?

გარდა ამისა, რა სჭირს ბორის ყურუას თქვენი დასცინი? გარდა იმისა, რომ თავისი საქმის მცოდნე იურისტია, მაგის ერთი პოსტი ფეისბუქზე უფრო საინტერესო წასაკითხია, ვიდრე მთელი თქვენი პარლამენტის შემოქმედება და ბრიფინგ-კონფერენციები. პაპუაშვილი გყავთ მასზე უკეთესი, კირცხალია თუ ის წვერებიანი კობახიძე რომაა, გორდულაძე? პრეზიდენტი გყავთ, ორი წიგნი არ წაუკითხავს ცხოვრებაში და რეგიონების ხელმძღვანელი, კიდევ უფრო უმეცარი დიტო სამხარაძე. თქვენ საერთოდ ვის კომპეტენციაზე და კვალიფიკაციაზე ამოგეღებათ ხმა? ქუჩაში ქვა რომ ისროლო, ძალიან მაღალი ალბათობით უკეთეს პრემიერობის კანდიდატს მოხვდება ვიდრე ახლა გყავთ.

ასე, რომ მე არ ვიცი რა გაცინებთ. საკუთარ თავს დასცინით?“

The post ,, ქუჩაში ქვა რომ ისროლო, ძალიან მაღალი ალბათობით უკეთეს პრემიერობის კანდიდატს მოხვდება ვიდრე ახლა გყავთ” – დავით ზურაბიშვილი appeared first on .


რელევანტური