11 მარტს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს მეორე სარეიტინგო ტურნირი გაიმართა გოგონათა შორის (2006–2009 და 2010–2011 წლებში დაბადებულები). ტურნირში წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა.
მარნეულელმა სპორტსმენებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს:
- ლიზა დავაძე – 70 კგ წონითი კატეგორია (პირადი მწვრთნელი – სანდრო იაკობაშვილი)
- ქეთი ხარაზიშვილი – 63 კგ წონითი კატეგორია (პირადი მწვრთნელი – ზურაბ ბეჟანიშვილი)