კახეთში პოლიციელის სამსახურებრივი “Toyota Hilux”აალდა,_ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსზე, რომელიც პირად საქმეზე, სამმართველოს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ცეცხლი ადგილზე მყოფმა პირებმა შენიშნეს და მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს.
თვითმხილველები ავტომობილის დაწვის მცდელობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ცეცხლი მანქანას ნიღბიანმა პირმა წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა საპოლიციო რეიდი მოაწყეს და ადგილობრივები გამოკითხვაზე დაიბარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარ ამბებს კახეთიდან” განუცხადეს, რომ “Toyota Hilux”-ი ტექნიკური გაუმართაობის გამო აალდა და დაწვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
The post პოლიციელის სამსახურებრივი ავტომობილი აალდა appeared first on გურია ნიუსი.