ყველაზე ამპარტავანი ზოდიაქოს ნიშნები — Cnoba

GuriaNews სიახლე 12 Mar 2026, 05:14

ლომი ლომის ზოდიაქოს პლანეტა-მფარველი მზეა, ამიტომ ამ ადამიანებს, ერთი მხრივ, გასაოცრად თბილი, დიდი გული აქვთ, მეორე მხრივ კი, უარყოფით გამოვლინებაში ამბიციურობა და ამპარტავნული გამოხდომებიც ახასიათებთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გარემოში იზრდებოდა ლომი. თუკი მას ბავშვობიდან ასწავლეს სხვების თანაგრძნობა, სუსტების მფარველობა და გულისხმიერება, იგი ნაკლებად გაიზრდება ამპარტავან პერსონად. სხვა მხრივ კი, ლომების უგზო-უკვლო ქედმაღლობა და […] The post ყველაზე ამპარტავანი ზოდიაქოს ნიშნები appeared first on გურია ნიუსი.

ლომი

ლომის ზოდიაქოს პლანეტა-მფარველი მზეა, ამიტომ ამ ადამიანებს, ერთი მხრივ, გასაოცრად თბილი, დიდი გული აქვთ, მეორე მხრივ კი, უარყოფით გამოვლინებაში ამბიციურობა და ამპარტავნული გამოხდომებიც ახასიათებთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გარემოში იზრდებოდა ლომი. თუკი მას ბავშვობიდან ასწავლეს სხვების თანაგრძნობა, სუსტების მფარველობა და გულისხმიერება, იგი ნაკლებად გაიზრდება ამპარტავან პერსონად. სხვა მხრივ კი, ლომების უგზო-უკვლო ქედმაღლობა და არაჯანსაღი ამბიციები ხშირად ხდება გარშემო მყოფებში გულისწყრომის საგანი.

თხის რქა

სატურნი, მმართველი პლანეტა თხის რქებს წესრიგისა და მიღებული ნორმების ბრმად მიდევნების უნარს ანიჭებს. თხის რქა მუყაითი და მშრომელია, პატივს სცემს წინაპრებს, ოჯახურ ტრადიციებს და საყოველთაოდ მიღებულ ფასეულობებს. თუმცა მას აქვს ერთი დიდი ნაკლი. უარყოფითად განვითარებული თხის რქა პატივს მხოლოდ მასზე სტატუსით, განათლებით ან ფინანსურად მაღლა მდგომ ინდივიდებს სცემს, სხვა დანარჩენებს კი ქედმაღლურად ექცევა. ამასთან ერთად, ის ხშირად მალავს საკუთარ წარმოშობას და ცდილობს, შექმნას მითი გამორჩეული გენეოლოგიის შესახებ.

The post ყველაზე ამპარტავანი ზოდიაქოს ნიშნები appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური