აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ცნობით, ნავი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტით გადაადგილდებოდა.
“დაზვერვის მონაცემებით, ნავი ნარკოტიკებით ვაჭრობის ოპერაციებში მონაწილეობდა,”– აცხადებს აშშ-ის სამხრეთის სარდლობა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში განხორციელებული დარტყმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
The post აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on გურია ნიუსი.