სააგენტო "პარალელი"
“არ დაგვცალდა ჩვენი გეგმის განხორციელება, მაგრამ მჯერა, რომ მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი და თავისუფლების სურნელით გაჯერებული საქართველო კიდევ უფრო ფერადი და ლამაზი იქნება” – ანი ნადარეიშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ემოციური ისტორია:
“საოცარია მესხეთი, იქ, სადაც ჰაერი ჯერ კიდევ გაჟღენთილია წარსულის სურნელით და ქვის კედლები ძველ ამბებს ინახავენ.
ემიგრაციაში ყოფნის დროს დავგეგმეთ, მთელი საქართველო უნდა შემოგვეარა, ყველა კუთხე-კუნჭული, ყველა ისტორიული ადგილი, შვილებისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო ჩვენი სამშობლოს ისტორია და გვეჩვენებინა ჩვენი ქვეყნის სილამაზე.
არ დაგვცალდა ჩვენი გეგმის განხორციელება, მაგრამ მჯერა, რომ მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი და თავისუფლების სურნელით გაჯერებული საქართველო კიდევ უფრო ფერადი და ლამაზი იქნება.
და როცა ყველა ბილიკს გავივლით, ყველა მდინარის ჩხრიალსა და ყველა ნაკადულის ჩურჩულს მოვისმენთ, ღრმად მწამს, ერთხელაც გაგრაშიც შევაბიჯებთ ამაყად“, – წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
“არ დაგვცალდა ჩვენი გეგმის განხორციელება, მაგრამ მჯერა, რომ მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი და თავისუფლების სურნელით გაჯერებული საქართველო კიდევ უფრო ფერადი და ლამაზი იქნება” – ანი ნადარეიშვილი
პარალელი