“-რატომ არ ვცემთ პასუხს ნაძირლებს, „ქოცებს“ რომ ვუწოდებთ ქუჩებში, მაღაზიებში, ტრანსპორტში? მე ვცადე ბევრჯერ, ჩემმა მეგობრებმაც ცადეს და იქ, ადგილზე, ლოკალურად დავაჩმორეთ ყველა.
ამან უნდა შეუქმნას ყველა ასეთ ადამიანს ფიზიკური და, აქეთაც თუ გაბედავს ხელის განძრევას, მაშინ საპასუხოდაც უნდა მიიღოს და მორალური დისკომფორტი.” აცხადებს ირინა სარიშვილი.
ცნობისთვის:„მუხლი 239-1. ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება
რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.