FBI-ის ცნობით, ომის საპასუხოდ ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავდა — Cnoba
FBI-ის ცნობით, ომის საპასუხოდ ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავდა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს. ამავე ცნობით, მათ მოიპოვეს საგანგებო შეტყობინება, რომლითაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ირანს შესაძლოა შურის ძიების მიზნით დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაეშვა. „ჩვენ ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანი, სავარაუდოდ, გეგმავდა მოულოდნელი თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. თავდასხმა უნდა მომხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპიროსთან მყოფი დაუდგენელი გემიდან, კალიფორნიაში მდებარე დაუზუსტებელი სამიზნეების წინააღმდეგ, იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ ირანზე დარტყმებს განახორციელებდა“ – ნათქვამია გაფრთხილებაში. The post FBI-ის ცნობით, ომის საპასუხოდ ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.