“ევროკავშირში აინტერესებთ როდის აღდგება „დრუჟბას“ მილსადენის მუშაობა”- ზელენსკი — Cnoba
ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებს აინტერესებთ, როდის შეიძლება, აღდგეს „დრუჟბას“ მილსადენის მუშაობა. ზელენსკის თქმით, ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან განიხილება. „ბოლო სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, რომ უკრაინამ ევროკავშირის პრეზიდენტებს უნდა მიაწოდოს აღდგენის შესაძლო თარიღი, ტექნიკური პროცესების გათვალისწინებით. ჩვენი „ნაფტოგაზი“ ამაზე მუშაობს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის გავლით „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში იანვრის ბოლოდან შეჩერებულია. უკრაინაში აცხადებენ, რომ „დრუჟბა“ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა, სლოვაკეთსა და უნგრეთში კი ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინა გამიზნულად არ ახორციელებს „დრუჟბის“… The post “ევროკავშირში აინტერესებთ როდის აღდგება „დრუჟბას“ მილსადენის მუშაობა”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.