ბოლნისის მერმა მერიის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 11 Mar 2026, 15:12

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო პრიორიტეტებს. მერმა ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რათა პროექტები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. ზამურ ჭითანავამ ასევე ისაუბრა საჯარო სექტორში კორუფციასთან ბრძოლის...


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო პრიორიტეტებს. მერმა ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რათა პროექტები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს.

ზამურ ჭითანავამ ასევე ისაუბრა საჯარო სექტორში კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კორუფციის ნებისმიერი ფაქტი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას გამოიწვევს.


რელევანტური