სააგენტო "პარალელი"
“ეგეთი ფსკერზე ხოხიალი არ უტყდებათ ნეტა?” – ნინო ჯანგირაშვილი
საზოგადოებრივ მაუწყებელზე “სიძულვილის ენასთან” დაკავშირებით გამართულ დებატებს, კონკრეტული მინიშნებებით, ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“საზმაუს დებატების ყურება დავიწყე, რომელიც ეხებოდა სიძულვილის ენას.
აღმოჩნდა, რომ საზმაუს ვარსკვლავმა, მთავარი საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქშოუს წამყვანმა უბრალოდ არ იცის რა არის სიძულვილის ენა.
არც არავინ იცის, ვინც ამ გადაცემის დაგეგმვაში და მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, არც პროდიუსერმა, არც რედაქტორმა, არც არავინ.
როგორც აღმოჩნდა, არც სტუმრებმა იცოდნენ.
რა ვიცი, დავუწერდი აქ სიძულვილის ენის ზუსტ განმარტებას, მაგრამ ას მილიონიან ტვ–ში ვინმე დამგუგვლელი აიყვანონ შტატში რა მოხდება?
ეგეთი ფსკერზე ხოხიალი არ უტყდებათ ნეტა?” – წერს ნინო ჯანგირასშვილი სოციალურ ქსელში.
“ეგეთი ფსკერზე ხოხიალი არ უტყდებათ ნეტა?” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი