ევროკომისიის პრესსპიკერი: ბოჭორიშვილმა ვალდებულება აიღო, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება — Cnoba

GuriaNews სიახლე 11 Mar 2026, 13:14

„სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში, საქართველოს პორტი, ყულევი, იდენტიფიცირებულ იქნა ჩრდილოვანი ფლოტის გემებთან ურთიერთქმედებისა და იმ შეშფოთების გამო, რომ იგი შესაძლოა ხელახლა ყოფილიყო გამოყენებული რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის ჩვენი სანქციების დარღვევით. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ ის საქმიანობა, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევდა, შეწყდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ამიერიდან ჩრდილოვანი […] The post ევროკომისიის პრესსპიკერი: ბოჭორიშვილმა ვალდებულება აიღო, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება appeared first on გურია ნიუსი.

„სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში, საქართველოს პორტი, ყულევი, იდენტიფიცირებულ იქნა ჩრდილოვანი ფლოტის გემებთან ურთიერთქმედებისა და იმ შეშფოთების გამო, რომ იგი შესაძლოა ხელახლა ყოფილიყო გამოყენებული რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის ჩვენი სანქციების დარღვევით.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ ის საქმიანობა, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევდა, შეწყდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ამიერიდან ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა საქართველოს პორტებში შესვლის უფლება. დამატებითი ვალდებულებები იქნა მიღებული SOCAR-ისგან — აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისგან, რომელიც ოპერირებას უწევს პორტებს.

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოერიდება ზომების მიღებას იმ აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად უთხრიან ძირს ჩვენი სანქციების გავლენას. საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ რე-ექსპორტს და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რომ ეს ასე იყოს პრაქტიკაში“, _ წერს ევროკომისიის პრესსპიკერი „ფორმულას“.

The post ევროკომისიის პრესსპიკერი: ბოჭორიშვილმა ვალდებულება აიღო, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური