დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილიმ ახალგაზრდული სათათბიროს ახლად არჩეულ წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სათათბიროს სამთვიანი სამუშაო გეგმა, ასევე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები და ინიციატივები. მხარეებმა იმსჯელეს იმ რეკომენდაციების შესრულების ვადებზეც, რომლებიც სათათბირომ მერს 2025 წელს წარუდგინა.
კობა მურადაშვილის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებსა და ინიციატივებში.