ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ – თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის — Cnoba

Alia სიახლე 11 Mar 2026, 12:20

ყოველწლიურად, მარტში, თიბისი საზოგადოებას ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებს. წელსკი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ იმ ქალების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საკუთარი ძალით, მიზანდასახულობითა და სიჯიუტით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. კამპანიის „ჯიუტი ქალების თვე“ ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ […] The post ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ – თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის appeared first on .

ყოველწლიურად, მარტში, თიბისი საზოგადოებას ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებს. წელსკი ბრენდმა მთელი მარტი მიზნისკენ ჯიუტად მიმავალ ქალებს დაუთმო. თიბისის კამპანია ჯიუტი ქალების თვე იმ ქალების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საკუთარი ძალით, მიზანდასახულობითა და სიჯიუტით შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს.

კამპანიის ჯიუტი ქალების თვე ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ გზასქმნიან, არამედ მაგალითს აძლევენ გარშემო მყოფ ქალებს და გოგოებს, რომლებსაც სურთ დაიჯერონ, რომ მათაც შეუძლიათ მიზნების მიღწევა.

ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათი ოცნებებისა და მიზნებისკენ სვლის ხელშეწყობა, თიბისისთვის უკვე ათწლეულებია ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ბრენდი მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს ეხმარება, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ.

თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უკეთესი მომავლისთვის ცვლილებები ხშირად საკუთარი ძალის და შესაძლებლობების რწმენით იწყება. სწორედ ეს რწმენა იქცევა ყველაზე ძლიერ მოტივაციად, რომელიც ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება – მთავარია გჯეროდეს!

(R)

The post ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ – თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის appeared first on .


რელევანტური