პუტინმა და ალიევმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 11 Mar 2026, 11:19

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას ირანთან დაკავშირებული სიტუაცია განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაცვლისას, ლიდერებმა მხარდაჭერა გამოთქვეს საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებისა და არსებული მწვავე კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების მიმართ“, – აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, პუტინმა ალიევს მადლობა გადაუხადა ირანიდან რუსების ევაკუაციაში გაწეული დახმარებისთვის, ასევე მოსკოვის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ირანელებისთვის მიწოდებისთვის. The post პუტინმა და ალიევმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური