საქალაქოში რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს — Cnoba
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ჩვენებას მისცემს ბრალდებული, რომეო მიქაუტაძე. მან ჩვენების მიცემა გისოსებს გარეთ – ტრიბუნასთან მოითხოვა, რაზეც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიუთითა, რომ ის არის ბრალდებული და ბრალდებულის ადგილიდან უნდა მისცეს ჩვენება. „მეტი აქ არ მოვხვდები და რა ვიცი, იქიდან მინდოდა ჩვენების მიცემა… ვფიცავ, რომ ვიტყვი სიმართლეს“,- აღნიშნა მიქაუტაძემ. ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით… The post საქალაქოში რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.