დუბაის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს ორი დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი დუბაის მედიის ოფისზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტი ირანის კრიზისის ფონზე მოხდა, რომელიც უკვე მე-12 დღეა გრძელდება.
დუბაის ხელისუფლების ცნობით, დრონების ჩამოვარდნის მიუხედავად აეროპორტის მუშაობა არ შეჩერებულა და საჰაერო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
თავდასხმის შედეგად ორი განის მოქალაქე და ერთი ბანგლადეშის მოქალაქე მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი ინდოეთის მოქალაქე საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა, რის გამოც ბევრ ავიაკომპანიას ფრენების გაუქმება, გადადება ან სხვა მარშრუტზე გადამისამართება მოუწია.
The post დუბაის აეროპორტის სიახლოვეს ორი დრონი ჩამოვარდა – დაშავდა ოთხი ადამიანი appeared first on .