ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის შესასვლელი ისევ გადაკეტილია. სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი მწყობრიდანაა გამოსული და ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.
სოფელ მერიაში შემოვლითი გზის ხდება. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ 2025 წლის ოქტომბერში წერდა. რა მდგომარეობა არის ახლა? როგორც ადგილზე მისულებს მშენებარე კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, ხიდის მშენებლობა 2026 წლის გაზაფხულზე დამთავრდება.
ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა სოფელ მერიაში, ნუგზარ ხომერიკმა გვითხრა, რომ მაისში უნდა დასრულდეს ხიდის მშენებლობა.
„რაც მთავარია, კეთდება და როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა მითხრეს, მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს სამუშაოები”, _ გვითხრა ნუგზარ ხომერიკმა.
The post როდის დასრულდება ხიდის მშენებლობა სოფელ მერიაში appeared first on გურია ნიუსი.