შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა — Cnoba

საზმაუ სიახლე 04 Sep 2024, 09:14

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უკანასკნელ წლებში სწრაფად ვითარდება. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას აზიისა და ევროპის გასაყარზე. შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობაზე პარლამენტებს შორის, ასევე, […] The post შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა appeared first on 1TV.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უკანასკნელ წლებში სწრაფად ვითარდება. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას აზიისა და ევროპის გასაყარზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობაზე პარლამენტებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების სფეროებში.

ამასთანავე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) გასულ წელს საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემის, საპარლამენტო საქმიანობისა და საარჩევნო პროცესების შესახებ.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარიამ ლაშხმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

The post შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა appeared first on 1TV.


რელევანტური