ავტოსაგზაო შემთხვევებით, თბილისში გარდაცვალება 23.7%-ით გაიზარდა — Cnoba
ავტოსაგზაო შემთხვევები და გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში ისევ გამოწვევად რჩება. 2025 წელს საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა . ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 5.6%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა — 8%-ით (7587-დან 8191-მდე). რაც შეეხება თბილისს, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 23.7%-ით. ხოლო დაშავებულთა რაოდენობა – 2.5%-ით. 0–6 წლის ასაკობრივ ჯგუფში 2025 წელს დაიღუპა 7 ბავშვი. დაღუპულ ბავშვებს შორის 1 იყო ქვეითი, ხოლო 6 — სატრანსპორტო საშუალების მგზავრი. დაშავდა 233 ბავშვი, საიდანაც 65 იყო ქვეითი, ხოლო 168 — სატრანსპორტო საშუალების მგზავრი. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა აღნიშნულ საკითხზე… The post ავტოსაგზაო შემთხვევებით, თბილისში გარდაცვალება 23.7%-ით გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.