მოჯტაბა ხამენეი დაშავდა – როგორია მისი მდგომარეობა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
11 Mar 2026, 07:54
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ომის დროს მიღებული დაზიანებების მიუხედავად უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა, – ამის შესახებ ირანის მთავრობის მრჩეველმა და პრეზიდენტის ვაჟმა, იუსეფ პეზეშკიანმა განაცხადა. „გავიგე, რომ ბატონი მოჯტაბა ხამენეი დაშავდა. ვკითხე რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ. მითხრეს, რომ, ღმერთს მადლობა, ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა“, – დაწერა იუსეფ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელში. მოჯტაბა ხამენეი საზოგადოებასთან ჯერჯერობით არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ხამენეი აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმების პირველ დღეს დაშავდა. The post მოჯტაბა ხამენეი დაშავდა – როგორია მისი მდგომარეობა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.