დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენას განიხილავენ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უხელმძღვანელებს.
გუშინ ემანუელ მაკრონმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ომსა და მსოფლიო ეკონომიკაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს.
კარნის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაზრდაზე შეთანხმდნენ.
The post „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეხვედრას გამართავენ appeared first on გურია ნიუსი.