სააგენტო "პარალელი"
“რეჟიმი შეიცვლება მაშინ, როცა საზოგადოება ერთ მუშტად შეიკვრება!” – გიორგი ვაშაძე
“ოპოზიციის ალიანსი”, სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე გადაცემაში “კვირის ფორმულა” საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“უნდა მოხდეს ჩვენი იდეური შედუღაბება.
ვერც არჩევნები იქნება და ვერც გაზაფხული მოვა, თუ ის ადამიანები, ვინც ვთანხმდებით, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია, არ გავერთიანდებით ერთი საერთო მძლავრი იდეის გარშემო.
რა არის ეს იდეა?
ეს არის: სამართლიანობის აღდგენა; ძლიერი, ერთიანი სამართლიანი საქართველო, ევროკავშირის წევრი, სადაც ადამიანის ღირსება არის მთავარი ფასეულობა, სადაც არავის ჩაგრავენ, სადაც ქვეყანა მიდის წინ, ვართ რეგიონის ლიდერები და ამაყად, თავაწეულები დავდივართ მთელს მსოფლიოში.
აი ეს მინდა ჩემი ქვეყნისგან და ამ იდეის გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ სრულიად საზოგადოებას.
და მაქვს მთავარი გზავნილი: ჩვენი გზა არის სიკეთის გზა; ჩვენი გზა არის უარი სიძულვილზე; ჩვენი გზა არის თანხმობის გზა; ჩვენი გზა არის აღმშენებლობის გზა და საზოგადოებას ვიწვევთ დიდი განვითარების პროცესში, ერთად უნდა გავაკეთოთ საქმე.
რეჟიმი შეიცვლება მაშინ, როცა საზოგადოება ერთ მუშტად შეიკვრება!” განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“რეჟიმი შეიცვლება მაშინ, როცა საზოგადოება ერთ მუშტად შეიკვრება!” – გიორგი ვაშაძე
პარალელი