სააგენტო "პარალელი"
“იმედია, როცა მიშას სიტყვის დრო მოვა, ისეთი ხმამაღალი იქნება, რომ გავიგებთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება:
“მიშას პროცესზე ვართ (პიჯაკების საქმე).
ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ქოცი მაღალჩინოსნები იპარავენ მილიარდებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს უსჯიან პიჯაკებზე, ყვავილების თაიგულზე, იუშენკოსთვის გამასპინძლებულ თაფლზე.
თუ ვინმე იტყვით რომ მილიარდების ქურდებს იჭერენ კიდეც შეგისწორებთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფულს არ აბრუნებენ.
დავუბრუნდეთ პროცესს.
მიშა პიჯაკში, ჰალსტუხშია. შუშითაა შემინული სივრცე სადაც ბადრაგთან ერთადაა.
დარბაზი სავსეა.
დარბაზში ხმა არ ისმის. ფაქტიურად მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ დაგვინახოს და დავინახოთ.
იმედია, როცა მიშას სიტყვის დრო მოვა, ისეთი ხმამაღალი იქნება, რომ გავიგებთ :))“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
“იმედია, როცა მიშას სიტყვის დრო მოვა, ისეთი ხმამაღალი იქნება, რომ გავიგებთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი
პარალელი