,, უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა” -ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი — Cnoba

Alia სიახლე 10 Mar 2026, 15:28

წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან, უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “ეს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი რამ არის – ყველაფერზე საუბარი შეგვეძლოს ყველა აქტორთან და ვეცდები ავხსნა. [ეუთოს] საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მჭიდროდ მუშაობს საქართველოში ყველა […] The post ,, უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა” -ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი appeared first on .

წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან, უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ეს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი რამ არის – ყველაფერზე საუბარი შეგვეძლოს ყველა აქტორთან და ვეცდები ავხსნა.

[ეუთოს] საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მჭიდროდ მუშაობს საქართველოში ყველა აქტორთან. კონფიდენციალური, ძალიან გულწრფელი საუბარია. რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში დაინახეთ, ამ თვეების მუშაობის შედეგია. შევძელით ოპოზიციის თითქმის ყველა პარტიასთან, მაგრამ ასევე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და [პარლამენტის] სპიკერთან მუშაობა. შევძელით ყველა საკითხის წამოყენება.

საშუალება მომეცით გითხრათ, რომ წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები. ეს ორგანიზაცია [ეუთო] ყველანაირ ძალადობას გმობს, მაგრამ დემოკრატიულმა სისტემებმა, ასევე, მოქალაქეების უფლებები უნდა დაიცვან.

და წამოვაყენეთ დიალოგის ამ ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან. და უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა”, – განაცხადა სამპიეტრომ.(ინტერპრესნიუსი)

The post ,, უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა” -ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი appeared first on .


რელევანტური