საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს — Cnoba

GuriaNews სიახლე 10 Mar 2026, 13:01

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს. “სახელი შეიცვალა, მაგრამ რეალობა – არა.მოჯთაბა ხამენეი უკვე მრავალი წელია იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ძალადობაზე.წლების განმავლობაში იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC), პირდაპირ მონაწილეობდა ირანში სახალხო პროტესტების ჩახშობაში და ასოცირდებოდა გადაწყვეტილებებთან, რომლებიც რეგიონში მოქმედ სამხედრო პროქსი-ჯგუფებს უჭერდა მხარს.ეს არის სწორედ ის სისტემა, […] The post საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

“სახელი შეიცვალა, მაგრამ რეალობა – არა.

მოჯთაბა ხამენეი უკვე მრავალი წელია იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ძალადობაზე.

წლების განმავლობაში იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან (IRGC), პირდაპირ მონაწილეობდა ირანში სახალხო პროტესტების ჩახშობაში და ასოცირდებოდა გადაწყვეტილებებთან, რომლებიც რეგიონში მოქმედ სამხედრო პროქსი-ჯგუფებს უჭერდა მხარს.

ეს არის სწორედ ის სისტემა, რომელმაც ჩაახშო განსხვავებული აზრი საკუთარ ქვეყანაში, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა ოპონენტები და გააღვივა კონფლიქტები ირანის საზღვრებს მიღმაც.

ადამიანი, რომელიც ახლა ირანის რეჟიმს ხელმძღვანელობს, არის როგორც პროდუქტი, ასევე არქიტექტორი იმავე რეპრესიებისა და დესტაბილიზაციის მექანიზმისა, რომელმაც განსაზღვრა ალი ხამენეის ეპოქა”,_ აცხადებს საელჩო.

The post საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური